მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში სასმელი წყლის სისტემების მოწყობის პროექტი დასრულდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალსადენის ახალი ქსელები, რომლის სიგრძე დაახლოებით 29 კმ-ია. ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბო დამონტაჟდა, რომელიც უზრუნველყოფს სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის 2500 აბონენტის სასმელი წყლით მომარაგებას.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 305 935 ლარია.