თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსპირში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, იყალთოში მცხოვრებმა მამაკაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით, რუისპირში მცხოვრები 1978 წელს დაბადებული ვ.ხ. მოკლა. გარდაცვლილის სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, მხარეებს შორის კონფლიქტი ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით დაიწყო, სადაც თანხის ნაწილში ვერ შეთანხმდნენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ტაქსში მოხდა, რომლითაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები გადაადგილდებოდნენ. სავარაუდო დამნაშავემ მიმალვა მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.