სოფელ რგანის მოსახლეობამ კომპანია „მანგანუმლოჯისტიკის" სატვირთო ავტომობილებს გზა გადაუკეტა
სოფელ რგანის მოსახლეობამ კომპანია „მანგანუმლოჯისტიკის" სატვირთო ავტომობილებს გზა გადაუკეტა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ რგანის მოსახლეობამ ჭიათურა-რგანის დამაკავშირებელი გზა რამდენიმე წუთით გადაკეტა და კომპანია „მანგანუმლოჯისტიკის” კუთვნილ სატვირთო ავტომობილებს გადაადგილების საშუალება არ მისცა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანიის საქმიანობის გამო, სოფლის სასაფლაოს ჩამოშლა ემუქრება. მათი თქმით, კომპანია მანგანუმის მოსაპოვებლად სასაფლაოს ძირში მიწას თხრის. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს რაიონის ხელმძღვანელობას, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

მანგანუმლოჯისტიკის“ დირექტორის, ნოდარ მიქაბერიძის თქმით, კომპანიები კანონიერად აწარმოებენ მადნეულის მოპოვების სამუშაოებს, დასკვნები გაცემული აქვს როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე გეოლოგებს. მიქაბერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობას არ უქმნის საფრთხეს.