სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
მდინარე მტკვარში ცხედარი მწყემსმა სოფელ უფლისციხესთან დაინახა და 112+ში დარეკა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ უცნობია.