სოფელ ქორდიდან გაუჩინარებული ნიკოლოზ საღირაშვილის​ მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ მათი შვილი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს
სოფელ ქორდიდან გაუჩინარებული ნიკოლოზ საღირაშვილის​ მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ მათი შვილი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს

ერგნეთში შეხვედრის დასრულებას ელოდებიან გორის რაიონის სოფელ ქორდიდან გაუჩინარებული ნიკოლოზ საღირაშვილის მშობლები.

მათი განცხადებით, სურთ, ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდონ საეჭვო სატელეფონო ზარების შესახებ.

დაკარგულის ოჯახის წევრები იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების გადმოცემას ითხოვენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთანაა დამონტაჟებული. ნიკოლოზ საღირაშვილის​ ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ მათი შვილი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს.

„ხალხმა დაინახა, როგორ მიჰყავდათ სამხედროებს ვიღაც, რომელიც ფეხზე ვერ იდგა. იმ ღამეს, როცა გიორგი გაუჩინარდა, გასროლის ხმაც გაიგეს თანასოფლელებმა. შესაძლოა, დაჭრილი იყო და სამხედროებმა დააკავეს. ამას ვამბობ და არავის უნდა ჩემი მოსმენა. რამდენიმე თვის წინ იყო ზარი რუსეთიდან და ქუვეითიდან. ვცდილობთ, გავიგოთ რა მოხდა. ცოცხალია თუ მკვდარი ჩემი შვილი, ვინმემ ხომ უნდა მითხრას“, – აცხადებს დაკარგული ნიკოლოზ საღირაშვილის დედა.

ნიკოლოზ საღირაშვილი 2016 წლის მაისში გაუჩინარდა, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარწყავი წყლის დასალევად გადავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. დაკარგულის მოსაძებნად სამძებრო სამუშაოები მდინარე ლიახვზეც ჩატარდა.

ოკუპირებული ცხინვალი 27 წლის ახალგაზრდის გაუჩინარებასთან კავშირს უარყოფს.