სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მერის წარმომადგენლის შენობაში აფეთქება მოხდა.
სოფელ ნუკრიანში სიღნაღის მერის წარმომადგენლის ლევან კრაწაშვილის განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ,ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მისივე თქმით, დაზიანებულია მხოლოდ შენობის გარეთა ფასადი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.