სოფელ ნაღობილევში მოკლული ახალგაზრდის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
სოფელ ნაღობილევში მოკლული ახალგაზრდის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინ, გასული წლის აგვისტოში  მოკლული 18 წლის ახალგაზრდის ახლობლები აქციას მართავენ.

გარდაცვლილის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც მკვლელობაში ბრალდებულს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქციის მონაწილეთა თქმით, აღნიშნული სასჯელი მინიმალურია.

„მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო. 18 წლის ახალგაზრდის მკვლელს მხოლოდ ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოვითხოვთ სასამართლოს განაჩენის შეცვლას. პროტესტის უკიდურეს ზომებსაც არ მოვერიდებით“, – აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ნუგზარ ბოლქვაძე.

მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში გასული წლის აგვისტოში მოხდა. 45 წლის მამაკაცმა 18 წლის ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.  გარდაცვლილი ქობულეთის მკვიდრია.