სოფელ მუშევანიდან ცხრა ინფიცირებული პირი სამკურნალოდ კლინიკებში გადაიყვანეს
სოფელ მუშევანიდან ცხრა კოვიდინფიცირებული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავთ.
სოფელ მუშევანში ამ დროისთვის 38 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ სოფელში ზომები 25 აპრილის შემდეგ გამკაცრდა.
კლინიკებში არიან გადაყვანილები ასევე სოფელ გეტადან, რვა დადასტურებული შემთხვევა.