სოფელ მერენიაში, X საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ მერენიაში, X საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიაში მდებარე X საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობით, კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, ნაგებობათა ნაშთებს და გალავანს.
მთავარ ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზეც გარეთკენ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია.

კომპლექსის სხვა ნაგებობებიდან მხოლოდ საძირკვლის კონტურები იკითხება. მათი დანიშნულების გარკვევა ამჟამად, არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შეუძლებელია”,-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ძეგლის ანოტაციაში.