ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ადგილობრივებმა სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. გარდა ამისა, მაცხოვრებლები წყლის მიწოდების, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვასა და ფაროსანას პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.
„ჩვენი სოფელი ყველასგან მივიწყებულია. უამრავი პრობლემა გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. დღეს გზის გადაკეტვას ვაპირებდით, მაგრამ ხელისუფლების თხოვნით თავი შევიკავეთ, დრო მივეცით. თუ დანაპირებს არ შეასრულებენ, საპროტესტო აქციებს კვლავ მოვაწყობთ“, – განაცხადა ადგილობრივმა, მაყვალა ცხომელიძემ.
აქციის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია შეხვდა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და უახლოეს მომავალში მათ მოგვარებას დაჰპირდა.