სოფელ მელექედურში 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ მელექედურში 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში 60 წელს გადაცილებული ქალი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, იგი თავდამსხმელებმა აწამეს და მოკლეს.

„სახლიდან დაკარგულია ავტომანქანა. თავდამსხმელები სავარაუდოდ ქალს მანქანის გასაღებს სთხოვდნენ. მან კი არ მისცა და გაგუდეს. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა. დეტალებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები“, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ მელექედურში, კახა მესხიამ.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და იგი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.