სოფელ კუწახტაში, ლომისას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ კუწახტაში, ლომისას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუწახტაში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების ლომისას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ეკლესია ნაგებია დუღაბზე ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის ქვებით. დარბაზული ნაგებობაა. გარედან ეტყობა შელესვის კვალი. საკურთხეველი გამოყოფილია მხრებით. ეკლესია აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი ერთადერთი სწორკუთხა სარკმლითაა განათებული. სარკმლის ძირში ტრაპეზი დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია.

ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა. იატაკზე დაგებულია ბრტყელი აგური.

ეკლესია გადახურულია თუნუქით, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ .