ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი სპონსორის დახმარებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 450 მოსწავლისთვის გათვლილი სომხურენოვანი სკოლა აშენდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით. ასევე სტანდარტული ზომის სტადიონით, სარბენი ბილიკით, საცურაო აუზით, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნებით.
მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე, მათ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.