სოფელ კრწანისთან საბაღე მეურნეობაში დასახლებულმა ადამიანებმა აქცია გამართეს
სოფელ კრწანისთან საბაღე მეურნეობაში დასახლებულმა ადამიანებმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები კომპენსაციებს ითხოვენ. აღნიშნული დასახლება რამდენიმე თვის წინ, წვიმის დროს დაიტბორა.
მათ გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
ადგილზე გარდაბნის მერი და გუბერნატორი იმყოფებიან. ისინი მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავენ.