სოფელ კორცხელში ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
სოფელ კორცხელში ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ათივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, ყველა მათგანს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.