სოფელ კონჭკათში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა
სოფელ კონჭკათში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა

სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა.

ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი ინწკირველთან ერთად ტერიტორიის დაზიანებული საგზაო მონაკვეთი დაათვალიერა, ადგილობრივებს შეხვდა და დახმარებას შეჰპირდა.

ადგილობრივების განცხადებით, რომ ამ ადგილებში მაცხოვრებლების გარდა, მთელი სოფელი გადაადგილდება, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა ეს შემოვლითი გზის გარდა ვერ ხორციელდება.

„აღნიშნულ უბანში მერმა მოსახლეობასთან ერთად სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმა. მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში განახორციელებენ“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.