სოფელ კოხნარში სავარაუდოდ აფეთქების შედეგად საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში სავარაუდოდ აფეთქების შედეგად საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა. დაზიანებულია „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი, შენობის კედლები, ჩასხვრეულია მინები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.