თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
ავტომობილის მძღოლი და ოთხი მგზავრი სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.