სოფელ ხოსპიოში მდებარე XIV-XV სს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მდებარე XIV-XV სს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დარბაზული ეკლესია დგას სოფლის განაპირას, მდინარის ნაპირზე და ნაგებია ნათალი სხვადასხვა ფერის ბაზალტის კვადრებით.
სააგენტოს მიერ დართულ ანოტაციაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე გარეთ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია. მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშები და სამალავებია.
საკურთხეველი მოგვიანებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესიას სამხრეთიდან გვიანი პერიოდის მინაშენი ჰქონია, რომლის კვალი შედარებით კარგად იკითხებოდა.