გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალის იუწყება, ცხედარი ადგილობრივებმა სოფელში მდებარე მაღაზიასთან ნახეს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები თავის არეში აქვს, თუმცა, ზუსტად რა სახის და რით, ჯერ უცნობია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ცხედარი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, პროზექტურაშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.