საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (სოფ. ხახმატი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.
ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის სრულად აღდგენის სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოშლილმა კლდის მასამ გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.