მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მათ მხარდასაჭერად ეკოლოგები ჩავიდნენ.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია – აიკრძალოს საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა. მათ შორის ხუდონჰესის, ნენსკრაჰესის, მესტიაჭალაჰესისა და სვანეთში დაგეგმილი სხვა ჰესების მშენებლობა.
ასევე, ითხოვენ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის მინიჭებას და კუთვნილი მიწების სასწარაფოდ დარეგისტრირება.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 3 ივნისს ხაიშში გაიმართება სრულიად სვანეთისა და სხვა რეგიონების საერთო სახალხო შეკრება. ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ.