სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის სახლში შეღწევასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის სახლში შეღწევასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ დიასამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიმდინარე წლის 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევა და მისი ოჯახის წევრები მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით“, – განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.
13 მაისს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც მისი თქმით, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ ოჯახში მიუვარდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.