სოფელ ჯიხანჯურის შემდეგ, ქობულეთში ცოფის შემთხვევები კიდევ ორ სოფელში დაფიქსირდა
სოფელ ჯიხანჯურის შემდეგ ქობულეთში ცოფის შემთხვევები კიდევ ორ სოფელში დაფიქსირდა. დაავადება ცხრაფონასა და წყავროკაში ამჯერად ძაღლს გამოუვლინდა. ინფიცირების წყარო ისევ ტურაა, რომელმაც სოფელში მოსიარულე მაწანწალა ძაღლი დაკბინა. დაღუპული ძაღლის შესახებ ადგილობრივებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობეს. Შესაბამისი კვლევების შემდეგ ცოფი დადასტურდა.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ორივე სოფელში ორთვიანი კარანტინი დაწესდება.
შემთხვევის აადგილიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში აიცრება ყველა შინაური ცხოველი. კარანტინის პერიოდში იკრტძალება შინაური ცხოველების გარეთ გაშვება, ასევე ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია.
„შესაბამისი აქტი გამოცემულია, კარანტინი არ გულისხმობს ადამიანების გადაადგილების შეზღუდვას, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია“, – აცხადებს ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე.
ცოფის ადამიანზე გადასვლის შემთხვევა ინფიცირების ზონებში არ დაფიქსირებულა.