სოფელ იკოთში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ იკოთში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

მუხრან-ბატონის სასახლე XIX საუკუნის პირველი ნახევრით – 1840 წლით თარიღდება.

ნიკოლოზ ანთიძის გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ დღეს, 18 მარტს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.