სოფელ გურიანთაში შიდა გზის მოწესრიგების მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია გამართეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში საპროტესტო აქცია მოეწყო. მოსახლეობა შიდა გზის მოწესრიგების მოთხოვნით, სოფლის ცენტრში შეიკრიბა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უგზოობა მათ ბევრ პრობლემას უქმნით. უკვე მრავალი წელია, რაც სასწრაფოს გადაადგილებაც კი შეზღუდულია და რაიონულ ცენტრსაც მოწყვეტილები არიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირება ჰქონდათ, რომ გზის დაგება სექტემბერში დაიწყებოდა, თუმცა იგი არ შესრულდა. ადგილობრივები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის ზომებით იმუქრებიან.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ გურიანთაში გზის პროექტირება უკვე დასრულებულია და აღნიშნული პრობლემა მიმდინარე წელს მოგვარდება.