საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე, სოფელ გუდანთან კლდის მასის ჩამოშლის გამო დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.