საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში 82 წლის ქალს ეძებენ. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, ევა თურმანაული სახლიდან 8 ივნისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ახლობლების ინფორმაციით, ქალბატონს აღენიშნება ალცაიმერის სიმპტომები. ისინი მოქალაქეებს სთხოვენ, დაკარგულს თუ შენიშნავენ, დაუკავშირდნენ 112-ს ან ოჯახს შემდეგ ნომრებზე: 551 22 00 69; 592 23 55 45; 953 11 55 14.