სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი ეწყობა [ფოტო]
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი ეწყობა. სამუშაოები ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
სპეციალური კარავი გაიშალა იმ ადგილის მიმდებარედ, საიდანაც მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია.
როგორც ადგილზე აცხადებენ, შტაბში იქნება მობილიზებული სამუშაოების მთავარი ბირთვი. მათ შორის, კომპიუტერები, საიდანაც მოხდება დრონების მასალისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გაშიფვრა.
აღნიშნულ ტერიტორიასთან იმყოფებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც დაკარგული ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან.