სოფელ გლოლას ელექტრომომარაგება აღუდგა, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა მოახერხეს და ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას, – ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია ნათქვამი.
„რაჭაში, ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ამ დროისთვს შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ხერხდება იქ არსებული ელექტროქსელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.