სოფელ გარიყულაში 26 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ფესტივალი "ფესტინოვა" გაიმართება
სოფელ გარიყულაში, 26 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ფესტივალი „ფესტინოვა“ გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
წლევანდელი „ფესტინოვას” თემაა “გარიყულობის თავისუფლება“.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენები და სხვადასხვა სახის პერფორმანსები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
„ფესტინოვაში” მონაწილეობას 40-მდე ქართველი და უცხოლი არტისტი მიიღებს.