სოფელ ფონიჭალაში ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სოფელ ფონიჭალაში ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
ნარკოდანაშაულში ბრალდებულის დასაკავებლად სოფელ ფონიჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა.
დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. თუმცა მათ არა აქვთ ინფორმაცია, რას უკავშირდებოდა სპეცოპერაცია.
დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ის შუა ხნის მამაკაცია, არ ყოფილა ნასამართლევი და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. დაკავებულის ახლობლები უარყოფენ მის რაიმე კავშირს ნარკოტიკების გასაღებასთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით. ეს ბრალდება 8-დან 20-წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.