სტიქიის საწინააღმდეგო სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფელი ჟონეთი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ118 მონაკვეთზე (სოფ. ნაკიეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია კმ127-მდე, ხოლო კმ127-კმ141 მონაკვეთზე (უწერა-შოვი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ127 მონაკვეთზე (ჭომა-უწერა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.