საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში ტრადიციული ძველი ქართული დღესასწაული „ბერიკაობა” აღინიშნება.
წარმართული დროის რიტუალში მამაკაცები მონაწილეობენ, რომლებიც შემოსილები არიან ცხვრის ტყავით, სხვადასხვა ცხოველის ნიღბებითა და ფერადი ქსოვილის ნაჭრებით გაწყობილი სამოსით. ისინი შოლტით ტკაცუნითა და ყიჟინით დადიან სოფელში.
მოსახლეობა ამ დღისთვის სპეციალურად ემზადება, ოჯახები ბერიკებს ძღვენით ხვდებიან.
ბერიკაობა დიდ ჩაილურში ყოველ წლის გაზაფხულზე, დიდმარხვის დასაწყისში იმართება და ნაყოფიერებისა და ბუნების გამოცოცხლების დღესასწაულს ეძახიან.