ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლა დაათვალიერა, სადაც უახლოეს მომავალში ახალი საჯარო სკოლა უნდა აშენდეს.
„ახალი სკოლა 90 ბავშვზე იქნება გათვლილი. ამჟამად სოფლის №1 საჯარო სკოლაში (შერწყმული დაწყებითი კორპუსი) მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. მოხარული ვარ, რომ მალე ეს
რეალობა შეიცვლება და ისინი ღირსეულ პირობებში შეძლებენ სწავლის პროცესის გაგრძელებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.