სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება „ოპელის“ მარკის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი მანქანა აალდა და მასში მყოფი სამი პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, მცირე ხნით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და მოძრაობაც განახლდა.
ავარიის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.