მესტიის მუნიციპალიტეტში, ცხუმარის თემში მკვლელობა მოხდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით საკუთარი ძმა მოკლა, რასაც მათ შორის შელაპარაკება უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.