მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში აქციის მონაწილეებს გზა ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ.
მათი თქმით, ვიდრე არ მიიღებენ კონკრეტულ პასუხს საკუთარ მოთხოვნებზე, აქცია გაგრძელდება.
ჭუბერში მოსახლეობის ნაწილი აქციას დილიდან მართავს. მათი მთავარი მოთხოვნებია სოფელში გზისა და ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ასევე ამორტიზიებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ბოძების გამოცვლა. აქციის მონაწილეებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჟორჟოლიანი შეხვდა.
მისი თქმით, ხელისუფლება ჭუბერის პრობლემებზე ინფორმირებულია და მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები მათ გადასაჭრელად.
ჭუბერის მოსახლეობას პრეტენზიები აქვს ნენსკრაჰესის მშენებლობის ადმინისტრაციასთან. მათი თქმით, სწორედ ამ კომპანიის ვალდებულებაა სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.