სოფელ ჭუბერში აქციის დროს ერთი პირი დააკავეს 
სოფელ ჭუბერში აქციის დროს ერთი პირი დააკავეს 

მესტიის მუნიპალიტეტის სოფელ ჭუბერში აქციის დროს ერთი პირი დააკავეს.

როგორც პირველ არხს მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ჭუბერში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის ბოძების გამოცვლას ითხოვდნენ. მათ გზა გადაკეტეს, პოლიცია გზის გახსნას შეეცადა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს.

დაკავებული ხაიშის პოლიციის ქვეგანყოფილებაშია გადაყვანილი. პირველი არხის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის სწორედ ხაიშის პოლიციასთან გადაინაცვლეს.

ამასთან, როგორც კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, დაკავებულ პირს უახლოეს ხანში გაათავისუფლებენ.