სოფელ ჭიაურში მდინარის ადიდების შედეგად წნორი- ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე დატბორა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მდინარე კალაპოდიდან გადმოვიდა და წნორი- ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე დატბორა.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ლაგოდეხი – ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი ტექნიკა და დახმარებას ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მელიორაციის სამმართველოს სთხოვს.
„ვესაუბრე მელიორაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ადგილზე მოვლენ, ნახავენ, სად შეიძლება გაიჭრას არხი შეგუბებული წყლის დასაცლელად და მდინარის კალაპოტის გასამაგრებლად“, – განცხადა დეპუტატმა.
სტიქიის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში 80-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 1000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი ფართობი დატბორა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილი სპეციალური კომისია, სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლის.