ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ისინი სოფლის კუთვნილი 35 ჰექტარი საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რამდენიმე დღეა გაიგეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საძოვრები გასხვისებულა.
მათი თქმით, საძოვრების გაყიდვა მოსახლეობისგან მალულად განხორციელდა. სხვა შემთხვევაში სოფელი ან თვად შეისყიდიდა, ან გასხვისების წინააღმდეგ გამოვიდოდა. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს საძოვრების დაბრუნებას.
აქციის მონაწილეების ბრალდებას ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკიველმა უპასუხა.
მისი თქმით გასარკვევია, რომელ წელს გასხვისდა აღნიშნული მიწის ფართობი და ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
აქციის მონაწილეებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი პრობლემებში გარკვევას დაპირდა.
მისი თქმით, მერიაში სპეციალისტთა ხუთკაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც აღნიშნული საძოვრების გასხვისების კანონიერებას შეისწავლის და რეაგირებას ამ დასკვნის შესაბამისად მოახდენს.