თბილისი-ბაკურციხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ჩალაუბანთან ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ასობით ტონა შარშანდელი ხორბლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქვეყანაში პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების ხორბალი და მისი რეალიზაცია იყოს. ფერემერები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ იმპორტული ფქვილზე გადასახადი დააწესოს.
ფერმერების განცხადებით, შიშობენ, რომ შესაძლოა, სახნავ-სათესი ფართობების დაკარგვის საშიშროების წინაშეც აღმოჩნდნენ, რადგან საწყობების ასაშენებლად და მოსავლის მოსაყვანად აღებული კრედიტის გადახდას ვერ ახერხებენ.
აქციის მონაწილეებმა შეკრების ადგილზე სიმბოლურად ერთი ტომარა ხორბალი დაყარეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მხრიდან თუ არ იქნება რეაგირება, მათი პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.