სოფელ ბაქაქურებში 30-მდე ოჯახი 100 კუბური მეტრი საშეშე მერქნით მომარაგდა
საზღვრისპირა სოფლები სათბობი შეშით მარაგდება
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად საზღვრისპირა სოფლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესს დაესწრო. 100 კუბური მეტრი საშეშე მერქნით სოფელ ბაქაქურების 30-მდე ოჯახი მომარაგდა.
ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყანაში მერქნული რესურსებით სარგებლობის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. სააგენტოს მიერ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 1 000-მდე საჯარო სკოლა 28 000 კუბური მეტრი შეშით მომარაგდა. მიმდინარე წლიდან იგეგმება სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მომარაგებაც, რაც ეტაპობრივად ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს.
შეშით მომარაგებით მომსახურებასთან ერთად, სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ალტერნატიული ენერგომატარებლების დანერგვა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაა.