ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ბოძები დაამონტაჟეს, ოფროუდერები ანტისაოკუპაციო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან შეიკრიბნენ. მათ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.
როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ატოცში მიმდინარე აქციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები აკვირდებიან.
ფოტო – ვასკა გედენიძე