თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 70 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშო ბაღი აშენდა, რომელიც 3 სოფელს მოემსახურება (ასურეთი, შავსაყდარი, ენაგეთი).
წლების მანძილზე სოფლებს ბაღის შენობა არ ჰქონდა და ნაქირავებ სახლში, არასათანადო პირობებში იყვნენ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაღი აღჭურვილია თანამედროვე, ახალი ინვენტარით.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს: 374 303 ლარს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 348 415 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 25 888 ლარი.