სოფელ ანაგაში აცხადებენ, რომ ორ თვეზე მეტია, მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ანაგელები ამბობენ, რომ ორ თვეზე მეტია, ათობით ოჯახი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მათ წყლის აღება მეზობელი სოფლიდან უწევთ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წყლის დეფიციტი ზოგიერთი ოჯახის მიერ სასმელი წყლის სარწყავად გამოყენებამ გამოიწვია.
აქციის მონაწილეებს სიღნაღის ვიცე-მერი მადონა ბატიაშვილი შეხვდა და მერიის შესაბამისი სამსახურს მიერ საკითხის შესწავლას და პრობლემის დროულად მოგვარებას დაჰპირდა.