სოფელ ახაშენში მაღალი სტანდარტების სასტუმრო გაიხსნება
სოფელ ახაშენში მაღალი სტანდარტების სასტუმრო გაიხსნება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, 41-ნომრიანი სასტუმრო „ახაშენი რეზორტი“ გაიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროში ასევე იქნება საკონფერენციო დარბაზი და საცურაო აუზი.

პირველ ეტაპზე, „ახაშენი რეზორტში“ 35 ადამიანი დასაქმდება.

სასტუმრო, რომელიც 2018 წლის მარტის თვიდან ამოქმედდება, მიზნად ისახავს საქართველოში ღვინის გზის მიმართულებით ტურიზმის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.

აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 520 000 ლარია.

2018 წლის 18 იანვრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 113 მლნ. ლარზე მეტს შედგენს.  აღნიშნული სასტუმროები დამატებით 174 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან.