ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ისინი სოფლის გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, წვიმიან ამინდში სოფლამდე სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ მიდის და მიცვალებულები სასაფლაომდე ოთხთვალებით მიჰყავთ.
ხობის მერიაში პირველ არხს განუცხადეს, რომ უკვე მაისის თვეში დაგეგმილია ახალი ხიბულის გზის მოხრეშვა, რაც 1 მლნ.549 ათასი ლარი დაჯდება, რაც შეეხება გზის მოასფალტებას, ეს უკვე 2020 წლისთვის იგეგმება.