შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.
ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად დღის ბოლოსთვის აღდგება.
გზა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად იყოს ჩაკეტილი. მეწყერი ადგილზე გუშინ საღამოს ჩამოწვა, დღეს დილით კი, კვლავ განმეორდა.