სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, 18 წლის განმავლობაში პირველად, ვიქტორ ორბანის პარტია უნგრეთში ყველაზე პოპულარული აღარ არის
პირველად 18 წლის განმავლობაში, ვიქტორ ორბანის პარტია, „ფიდესი“ არ არის ყველაზე პოპულარული უნგრეთში. ანალიტიკური ცენტრის, „პუბლიკუს ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტია, „ტისა“ მცირედით უსწრებს ვიქტორ ორბანის პარტიას.
გამოკითხვა 11 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობაში პიტერ მადიარის ოპოზიციურ პარტიას 24% უჭერს მხარს, ვიქტორ ორბანის პარტიას კი – 23%. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თქვეს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ხმები ასე გადანაწილდა: 39% – „ტისას“, 37% – „ფიდესს“.
კიდევ ერთმა გამოკითხვამ, რომელიც ოქტომბრის პირველ ნახევარში 21 კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარდა, აჩვენა, რომ „ტისა“ 42%-იანი მხარდაჭერა აქვს მოქალაქეებში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, „ფიდესს“ კი – 40%-იანი. რაც შეეხება ზოგადად ამომრჩეველს, „ფიდესი“ კვლავ ლიდერობს ამ გამოკითხვაში 29%-იანი მხარდაჭერით და უსწრებს „ტისას“ სამი პროცენტული პუნქტით.
„ჩვენ ისტორიას ვწერთ. 18 წელია მსგავსი არაფერი გვინახავს. უნგრეთმა გაგზავნა შეტყობინება: ვიქტორ ორბანის რეჟიმი დასრულდა“ – განაცხადა იტერ მადიარმა.